

ჯანდაცვის სამინისტრო კარანტინის ვადების შემცირებას განიხილავს.შემთხვევების რაოდენობა კი არ მცირდება
დაპოსტა: lasha_alo,
ში
ქართული პოლიტიკა
11 January 2022
·
143 ნახვა

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება თანარ გაბუნიამ გააკეთა.
ვადები 8-10 დღემდე განისაზღვრება. კონტაქტების შემთხვევებიც მსუბუქდება. მიზნად კი სისტემის განტვირთვა სახელდება
დღეს, ხვალ ეს საკითხები მოგვარდება,“- განაცხადა გაბუნიამ.
11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 893, ხოლო გარდაიცვალა — 46 ადამიანი.
ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს, მათგან გამოჯანმრთელდა — 916 421, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 14 264 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 39 284, ხოლო PCR-ით — 18 262.