Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.410

გარდაიცვალა რეზო ამაშუკელი


PLANETA_INFO

1.249 views

blog-0776021001641812326.jpg

85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა, რომელიც ბოლო წლებში საკუთარ პოზიციას აქტიურად აფიქსირებდა და საზოგადოებაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა.

მისი პოეზია კრიტიკოსთა მოწონებას იმსახურებდა:

ვერ დამაბრალებს ცის ქვეშ შობილი ფარისველთა მრუდე ხელობას! - დგახარ ნიადაგ ხელაპყრობილი და შერიგებას სთხოვ ქართველობას! გაჰყვება მარად დამალულ დარდად, ვინც ვერ იომა, ვინც ვერ გარისკა! -გწერ არა როგორც უმაღლეს სარდალს, არამედ როგორც რიგით ჯარისკაცს!.. მიკბენენ კვლავაც: _ იქ რად არა ხარ?! კვლავ შემიღრენენ ავად მგეშავნი... რა ვქნა, ვერ გავხდი სხვის დასანახად ხმალამოწვდილი გარდანქეშანი! ვერ მოვახერხე, რაც უნდა მეთქვა, ვერ ამოვღერღე ნაღდი სტრიქონი! - დღეს ქართვლის გული სოხუმში ფეთქავს, დღეს აფხაზეთი არი დიდგორი! ბევრს გარეცხილი შერჩა ნამუსი, დროს ელოდება ჩუმ-ჩუმად დღესაც, ზოგი ბანაობს სიასამურში _ - შორიდან ესმის მამულის კვნესა! ვინ მეტყვის, მტრობის მწარე ნაყოფით, ყურში ჩურჩულით და ხმის კანკალით, ვინ სად და რისთვის არის ნამყოფი, ვინ მსტოვარია, ვინ მაჭანკალი?.. დრო მოვა, მაგრამ ახლა არ არის გარჩევის ჟამი, შავის და თეთრის! ისედაც მოჩანს დედალ-მამალი: - ვის ფლასი მოსავს, ვის ჯაჭვი მხედრის! ის რაც მოგვწერე, იყო ანდერძი, შთენილმა მარტოდ, შეშლილი ღამით, ანდერძი, ლოცვად გამონაძერწი, შეწირულ შვილის, მაშვრალი მამის!.. არ ეღირსება ჩემს დამაწყევარს ობლობა ჩვენი, ვაი და ვიში, და ურჩხულს კვლავაც დასცემს სატევარს აღმაშენებლის მოდგმა და ჯიში! მე შინაურმაც მრავალჯერ დამკლა, მასხურა შხამი, დამიგო მახე... ... ვჭვრეტ ცეცხლმოდებულ კუდიან ვარსკვლავს, გადამწვარ სოფლებს, აჩეხილ ბაღებს... ვდგავარ ღამეში ანთებულ სანთლით, შხივის შროშანი შიშინით, ნელით, -დღეს იწერება ცხოვრება ქართლის, ბიჭების სისხლით, დედების ცრემლით!.. რა გითხრა, ანდა რის მაქნისია, ამ სისხლის თქეშში ჩემი ხრიალი?! დიაღ, სამშობლო შენი ღირსია, მთლად დარუბანდით და დარიალით! და მაპატიე კოჭლი სტიქონი, რაც უნდა მეთქვა, თუ ვერ გითხარი... - დიაღ! სოხუმი არი დიდგორი, ქართველი ხალხის ბედის ტიხარი!

რეზო ამაშუკელი 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. 2003 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება,

Nino_Qoqiashvili-013.jpg

ლადო ქოქიაშვილი და რეზო ამაშუკელი

Sturua_263.jpg

მარცხნიდან: ჭაბუა ამირეჯიბი, რეზო ამაშუკელი, გიორგი სტურუა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...