კონტენტზე გადახტომა






სურათი

ცხინვალში ვიცე-სპიკერი და ლექტორი საქმეებს ჩხუბით არჩევენ

დაპოსტა: lasha_alo, 18 December 2021 · 251 ნახვა

ცხინვალში ვიცე-სპიკერი და ლექტორი საქმეებს ჩხუბით არჩევენ ცხინვალში თვითგამოცხადებული პარლამენტის ვიცე-სპიკერ, პეტრე გასიევსა და უნივერსიტეტის ლექტორ სოსლან პლიევს შორის დაპირისპირება წარმოიშვა.

„ვიცე-სპიკერმა“ პლიევს ფეისბუქში გამოქვეყნებული სტატუსების შესახებ ახსნა-განმარტება მოთხოვა და ხელი გაარტყა. ლექტორმა კი საპასუხოდ იარაღი ამოიღო და „თანამდებობის პირს“ დაუმიზნა.

„ ოსეთში მამაკაცი საკუთარ სიტყვებზე პასუხს ყოველთვის აგებდა. მე მოვთხოვე სოსლანს ბრალდება აეხსნა."
როგორც ჩანს, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზონაში ვიცე-სპიკერი საქმეებს ქურდულად არჩევს, ხოლო ლექტორი კი იარაღით თავს იწონებს.

დადებული სურათი


პეტრე გასიევი ე. წ პარლამენტში 2014 წლიდანაა. არის პ.გ „ერთიანი ოსეთის“ ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე იყო ტელეკომპანია „ენტევეს“ პროდუსერი , ფსევდოპარლამენტის სპიკერი..

დადებული სურათი

სოსლან პლიევს აქვს ისტორიკოსის და იურისტის დიპლომი. არის ვლადიკავკაზის "მანსანკანი"ს ხელმძღვანელი. მწერალი
კონფლიქტის ორივე მონაწილე ანტიქართული, პრორუსული რიტორიკით არიან ცნობილნი