კონტენტზე გადახტომა






სურათი

სააკაშვილი ვიდეოკონფერენციის დროს წყობილებიდან გამოვიდა და უკრაინელები ,,ეშმაკთან გაგზავნა“

დაპოსტა: PLANETA_INFO, ში მიხეილ საააკაშვილი 08 June 2020 · 253 ნახვა

დადებული სურათი

უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ახლადგამომცხვარმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, უკრაინის ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა.
კონფერენცია in time Ukraine-ის YouTube არხზე მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთი მონაწილის კითხვამ საქართვლოს ყოფილი მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი წყობილებიდან გამოიყვანა.
სააკაშვილს ჰკითხეს, თუ როდის იქნებოდა შესაძლებელი რეფორმების სფეროში მისი მოღვაწეობის კონკრეტული შედეგების ნახვა?
ამ კითხვაზე აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე აფეთქდა და გაბრაზებულმა უპასუხა, რომ მობეზრდა მსგავსი საყვედურები და უკრაინელებს შესთავაზა, ქვეყანაში ვითარების შესაცვლელად თავად გააკეთონ რამე.
,,…და როდის გექნებათ უფრო კონკრეტული საქმეები?
რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ. მომბეზრდა უკვე ეს…
აქაოდა, ხომ დაგნიშნეს და აბა, როდის იქნება შედეგი? თავად გაანძრიეთ ხელები, ყველაფერი თქვენს ხელშია. К чертовой матери! რამდენჯერ შეიძლება თქვათ: მისი როგორი იმედი გვქონდა, მან კი მოლოდინი გაგვიცრუა? ხომ არ ჯობია, თავად გაინძრეთ?“ - მოუწოდა კონფერენციის მონაწილეებს მთავარმა რეფორმატორმა.
აღნიშნული სკანდალის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტებმა, კომენატრის გაკეთება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს ვადიმ რაბინოვიჩს სთხოვეს და ასევე, ჰკითხეს, სააკაშვილის გარდა, მოსალოდნელია თუ არა, უკრაინაში გაკრკვეული პოსტის დასაკავებლად, საქართველოდან სხვა პოლიტიკოსების ჩასვლა?
რაბინოვიჩის განმარტებით, უკრაინულ ოპოზიციას არ შეუძლია პასუხი გასცეს მსგავს კითხვებს, რადგან მათ არ იციან, ვის რა აზრი მოუვა თავში.
- ვის შეეძლო ეფიქრა, რომ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილს დააბრუნებდა? სააკაშვილი - ეს არის წასული ხელისუფლების დაცინვის სიმბოლო, წარუმატებელი რეფორმების მცდელობის სიმბოლო, ვინაიდან არავითარი რეფორმები არ ყოფილა და ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილი, როგორც საუკეთესო კანდიდატი ისე მოიყვანა, არის კატასტროფა.- აღნიშნა უკრაინის ოპოზიციური პარტიის ,,ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ თანათავმჯდომარემ, ვადიმ რაბინოვიჩმა.