Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.236

რა შედეგებს მოუტანს საერთაშორისო ტურიზმს მთელ მსოფლიოში კორონავირუსი?


PLANETA_INFO

1.788 views

1560172811-8753.jpg

 

 

საერთაშორისო ტურიზმი შეიძლება 80 %-მდე დაეცეს, რაც მთელ მსოფლიოში, დაახლოებით, 120 მილიონი სამუშაო ადგილის გაუქმებას გამოიწვევს.

მოგზაურობის აკრძალვების გამო მსოფლიოს ქვეყნების დაკარგული შემოსავალი გაეროში 80 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასეს.

ამის შესახებ სააგენტო REUTERS-ი იუწყება.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, რომელიც გაეროს სტრუქტურული ერთეულია, მსოფლიოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2020 წლის ბოლოსთვის, გასულ წელთან შედარებით, შეიძლება 58-78 % -ით შემცირდეს. ორგანიზაციის დასკვნაში ნათქვამია, რომ 2020 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი უკვე 22% -ით არის შემცირებული.

,,მთელ მსოფლიოში ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროები უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დადგა. ამის გამო, ყველაზე მეტი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, რაც ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე შრომატევად სექტორში საფრთხეს უქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს." - განაცხადა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მსოფლიოს ქვეყნებისთვის დაკარგული შემოსავალი გაეროს მონაცამების მიხედვით 80 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. თუმცა, ეს რიცხვი 2020 წლის ბოლომდე კიდევ შეიძლება გაიზარდოს.

საერთაშორისო ტურიზმის აღსადგენად ორგანიზაცია სამი სახის პროგნოზს წარმოადგენს. პირველი სცენარის მიხედვით, თუ საერთაშორისო საზღვრების ივნისის დასაწყისიდან გაიხსნება, ასეთ შემთხვევაში, 2020 წლისთვის ტურისტთა რიცხვის ვარდნა მოსალოდნელია 58 % იყოს. მეორე სცენარის მიხედვით, თუ საზღვრების გახსნა სექტემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება, ამ დროისთვის ტურიზმის ვარდნა 70 % -მდეა მოსალოდნელი, ხოლო მესამე ვარაუდის მიხედვით - საზღვრები შესაძლოა მხოლოდ დეკემბრის დასაწყისისთვის გაიხსნას. ამ შემთხვვაში საერთაშორისო ტურიზმი უკვე 78 %-მდე დაეცემა.

გაერო-ში ვარაუდობენ, რომ 2020 წლისთვის საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა, შესაძლოა, მთლიანად 0, 85 - 1,1 მილიარდ ადამიანამდე შემცირდეს, ხოლო შემოსავლის დანაკარგმა 1, 2 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს. ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს 120 მილიონ სამუშაო ადგილს მთელ მსოფლიოში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...