კონტენტზე გადახტომა






სურათი

ალექსანდრე ანქვაბი - კორონავირუსთან დაკავშირებით მოდუნების საფუძველი არ გვაქვს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 29 April 2020 · 107 ნახვა

დადებული სურათი
islamic poetry quotes

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი აფხაზ მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, დაექვემდებარონ დაწესებულ შეზღუდვებს.
ამის შესახებ მან სოხუმში დღეს გამართულ ეგრეთწოდებულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
,,ჩვენ არ გვაქვს მოდუნების არავითარი საფუძველი. ვითარება ძალიან რთულია და დღევანდელი კეთილდღეობა შეიძლება ნებისმიერ წუთს დაირღვეს. სწორედ მაშინ დადგება საკითხი, არსებული რესურსებით შევძლებთ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას თუ ვერა? რა თქმა უნდა, არსებობს ეკონომიკური სიდუხჭირე და ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ავწონ-დავწონოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, როგორმე გადავიტანოთ ეს სირთულეები და შევინარჩუნოთ საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე თუ მოვდუნდეთ, მოვხსნათ ყველა შეზღუდვა დღესვე და ხვალ ყველა ავად გავხდეთ?“ - აღნიშნა ანქვაბმა.