კონტენტზე გადახტომა






სურათი

ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მაისიდან სილამაზის და კოსმეტიკის სალონების მუშაობა აღდგება

დაპოსტა: PLANETA_INFO, ში რეგიონი 29 April 2020 · 138 ნახვა

დადებული სურათი

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში შემოღებული კარანტინის რეჟიმი, მცირე გამონაკლისების გარდა, 15 მაისამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ განკარგულებას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა დღეს მოაწერა ხელი.
განკარგულების მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ სილამაზის და კოსმეტიკურ სალონებს შეზღუდვები 1 მაისიდან მოეხსნება, თუ ისინი სოხუმის მთავარი ეპიდემიოლოგის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას და წესს დაიცვენ.
ოკუპირებულ აფხაზეთში, 4 მაისიდან ქალაქების შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.
ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები ძალაში 15 მაისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დიაგნოზით ოფიციალურად აღრიცხული პაციენტი არ ჰყავთ, მანამდე იყო ინფიცირების სამი დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ერთი პაციენტი, 95 წლის ქალბატონი გარდაიცვალა.