კონტენტზე გადახტომა






სურათი

ინტერპოლის ყოფილ შეფს ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს

დაპოსტა: PLANETA_INFO, 21 January 2020 · 84 ნახვა

#უცხოეთი
დადებული სურათი
ჩინეთის ქალაქ ტიანცზინის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ შეფს მენ ჰუნვეის, კორუფციისა და თანამდებობის პირადი მიზნებით გამოყენების გამო, 13 წლითა და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პატიმრობის გარდა, სასამართლომ მას 2 მილიონი იუანის ოდენობით, ჯარიმის გადახდაც დააკისრა. ბრალდებულს განაჩენის გასაჩივრების უფლება არა აქვს.
ამის შესახებ ინფორმაცია ტიანცზინის საქალაქო სასამართლომ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
მენ ჰუნვეიმ აღიარა, რომ 2005-2017 წლებში, ქრთამის სახით 14, 5 მილიონი იუანი (2 175 000 აშშ დოლარი) აიღო.
2004 წლიდან მენი ინტერპოლის ჩინეთის განყოფილების მეთაური იყო, ხოლო 2016 წელს მთელი ორგანიზაციის შეფი გახდა. მის უფლებამოსილებას ვადა 2020 წელს უნდა ამოწურვოდა.
მენ ჰუნვეის დაკავების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს ჩინეთის უშიშროების მინისტრის მოადგილე, რომელიც კომუნისტური პარტიის რიგებიდანაც გარიცხეს.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი მეთაური 2018 წლის სექტემბერში, მას შემდეგ დაიკარგა, რაც საფრანგეთში მდებარე ინტერპოლის მთავრი ბაზიდან ჩინეთში ჩაფრინდა. მისმა მეუღლემ, გრეის მენმა ქმრის დაკარგვის შესახებ განაცხადა და მისგან ბოლოს მიღებული შეტყობინება გამოაქვეყნა, სადაც მენი წერდა, დალოდებოდა მის ზარს და უგზავნიდა ხმლის გამოსახულებიან ეგრეთწოდებულ ,,სმაილს“, რაც ხიფათზე მიანიშნებდა.
მეუღლე აცხადებდა, რომ არ იცოდა, სად იმყოფებოდა ან რა დაემართა მის ქმარს და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.
მოგვიანებით ჩინეთის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ მენ ჰუნვეი კანონის დარღვევის გამო დააკავეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა ინტერპოლის მეთაურის პოსტიდან მისი გადადგომის შესახებაც.
მენ ჰუნვეის შემდეგ ორგანიზაციის ახალი შეფი სამხრეთ კორეელი კიმ იონგ იანი გახდა.
მენის გაუჩინარების დღიდან ჩინეთის მედიასაშუიელებებმა მისი შემოსავლების შესახებ დეტალური ინფორმაციების გამოქვეყნება დაიწყეს.
წერდნენ, რომ მენი თანამდებობას პირადი გამორჩენის მიზნით იყენებდა, სარგებლობდა რა თავისი ავტორიტეტით და ეძებდა სამსახურს საკუთარი ცოლისთვის.