კონტენტზე გადახტომა






სურათი

მიშუსტინმა პუტინის რეკორდი ვერ მოხსნა

დაპოსტა: PLANETA_INFO, 16 January 2020 · 160 ნახვა

#რუსეთიოკუპანტია
დადებული სურათი
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მთავრობის ხელმძღვანელად მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა ხმათა უმრავლეობით დაამტკიცა. ახლა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის წერილობითი თანხმობაა საჭირო იმისთვის, რომ მიშუსტინი მედვედევის სამართალმემკვიდრედ დაინიშნოს.
მან დუმის დეპუტატთა 383 ხმა მიიღო, თავი 41-მა შეიკავა, წინააღმდეგ კი ხმა არავის მიუცია.
,,თქვენ მხარდაჭერის რეკორდი ვერ მოხსენით.“ - ასე მიმართა, კენჭისყრის შემდეგ, მიხეილ მიშუსტინს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რომელმაც გაიხსენა, რომ 2008 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასამტკიცებლად პუტინმა დუმის 392 დეპუტატის ხმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 იანვარს რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი მთავრობის მთლიან შემადგენლობასთან ერთად თანამდებობიდან გადადგა.
გუშინვე, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარადგინა.