კონტენტზე გადახტომა






სურათი

ოხლოკრატია, იგივე ბრბოს ბატონობა

დაპოსტა: PLANETA_INFO, ში რეგიონი 15 January 2020 · 157 ნახვა

#აფხაზეთისაქართველოა
დადებული სურათი
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს, ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატი და საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია სმირი გამოეხმაურა და აფხაზ ჟურნალისტებს ესაუბრა.
სოხუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას მან აღნიშნა, რომ დეჟავიუს შეგრძნება აქვს, ვინაიდან 2004 წლიდან, მათთან ხელისუფლების ცვლა სულ ერთი და იგივე მეთოდებით, ძალადობრივი გზით ხდება.
,,ამას გეუბნებით, როგორც მოქალაქე და როგორც ერთადერთი ქალი დეპუტატი, ეს ვითარება ძალიან მაშინებს და შეურაცხმყოფს. მე მინდა ვიცხოვრო სამართლებრივად დაცულ სახელმწიფოში. ვწუხვარ ხელისუფლების და ხალხის გამო!
მიმაჩნია, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ნამდვილი ოხლოკრატია, ბრბოს მმართველობა, რაც ძალიან მაშფოთებს.“ - განაცხადა სმირმა.
დადებული სურათი
მისი თქმით, როცა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ამის შემდეგ მაინც შეიძლებოდა სამართლებრივი გზით წასულიყვნენ, ისე, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობა არავის გაეძარცვა და სხვადასხვა სამთავრობო ატრიბუტი და ოფიციალური საჩუქრები არავის მოეპარა.
,,ამაშიც ხაჯიმბას ხომ არ მიუძღვის ბრალი, ეს ხომ ჩვენი აღზრდისა და კულტურის ამბავია?..
დღეს ამ მღვრიე წყალში ყველა თავისი პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ საკითხავია, ვინმე თუ ცდილობს დივიდენდების მოპოვებას სახელმწიფოსთვის, ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის? ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს და წესებს.
დადებული სურათი
ჩვენ მივიღეთ სასურველი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებთ, ამ მონაპოვარს ანადგურებს.
“ - აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პარლამენტის დეპუტატმა, ნატალია სმირმა.