კონტენტზე გადახტომა






სურათი

როგორ გამოიყურება ხაჯიმბას ადმინისტრაცია შტურმის შემდეგ?

დაპოსტა: PLANETA_INFO, 09 January 2020 · 272 ნახვა

#რეგიონი
დადებული სურათი
აფხაზმა მომიტინგეებმა ეგრეთწოდებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა შტურმით აიღეს.
ამბოხებულები ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულად რაულ ხაჯინბა გამოცხადდა.
დადებული სურათი
ხაჯიმბას ადმინისტრაციაზე მისმა მოწინააღმდეგეებმა შტურმი 9 იანვარს, დილის 11 საათიდან მიიტანეს, მათ შენობის შესასვლელი კარი ჩამოხსნეს და ფანჯრები შეამტრვიეს, რის შემდეგაც შიგნით შეღწევა მოახერხეს.
ადმინისტრაციის დაცვასთან და აფხაზურ მილიციასთან შეტაკებების დროს რამდენიმე მომიტინგე დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რამდენიმე კი ინცინდენტის ადგილიდან თავად მეამბოხეებმა გაიყვანეს.
დადებული სურათი
თავად ხაჯიმბამ საკუთარი ადმინისტრაცია უკვე დატოვა.
დადებული სურათი
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2019 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით, ხმათა 47,39 % - ით, გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა დაასახელეს, მისმა მოწინააღმდეგემ, პარტია ,,ამცახარას“ ლიდერმა ალხას კვიწინიამ კი ხმების 46,17 % მიიღო.
კვიწინია არ დაეთანხმა არჩევნების შედეგებს და ოკუპირებული აფხაზეთის ცესკო-ს წინააღმდეგ სარჩელი ეგრეთწოდებულ უზენაეს სასამართლოში შეიტანა.