Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.461

თეირანიდან უკრაინისკენ მიმავალ თვითმფრინავში ორი მგზავრი არ ავიდა


PLANETA_INFO

977 views

630-360-1578470796-909.jpg

,,უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი ბოინგ-737-ის ბორტზე, რომელიც ირანის დედაქალაქ თეირანიდან უკრაინისკენ მიემართებოდა, სულ 169 მგზავრი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან ორი რეგისტრაციაზე არ გამოცხადებულა. შესაბამისად, ისინი თვითმფრინაბში არ ასულან.

ამის შესახებ, კიევში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

,,რაც შეეხებათ დიპლომატებსა და სხვა პირებს, ვინც დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა იქ, შეგვიძლია მოგაწოდოთ მხოლოდ ეს ინფორმაცია: ჩვენ ხელთ გავქვს ამ რეისის მგზავრთა სია, სადაც 169 ადამიანია რეგისტრირებული, რომელთაგან ორი თვითმფრინავის ბორტზე არ ასულა.“ - აღნიშნა დანილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი ალექსეი გონჩარუკი აცხადებს, ტრაგედიის დეტალები ირკვევა და მგზავრთა სიაც მალე გამოქვეყნდება.

,,მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვინმეს ვინაობის გაგება. მომხდარის მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა. ჩვენ არ გვინდა, სხვადასხვა ვერსია გავავრცელოთ მანამდე, ვიდრე გამოძიება ოფიციალურ მიზეზს არ გამოაქვეყნებს.“ - თქვა გონჩარუკმა.

მან აღნიშნა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში უკრაინული ავიახაზების მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს მიიღეს, რადგან აქამდე ამის წინა პირობა არ არსებობდა.

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, 8 იანვარს, თეირანის დროით, დილის 6 საათზე თეირანის იმამ ჰომეინის სახელობის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, მალევე ავიაკატასტროფა განიცადა ,,უკარინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც რეისს თეირანი-კიევის მიმართულებით ასრულებდა.

ბოლო მონაცემებით, ბორტზე 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა, რომელთაგან ყველა დაიღუპა.

მგზავრთა შორის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...