კონტენტზე გადახტომა






სურათი

როდის გამოჩნდა საახალწლო სუფრის მთავარი კერძის, საცივის ინგრედიენტი ,,ინდოეთის ქათამი“ საქართველოში პირველად?

დაპოსტა: PLANETA_INFO, 27 December 2019 · 152 ნახვა

დადებული სურათი

საქართველოში ინდაურის პირველი გამოჩენის თარიღი, პლატონ იოსელიანის მიხედვით ასეა ცნობილი: იდგა 1800 წლის 25 დეკემბერი, შობადღე, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XIII სასიკვდილო სარეცელზე იწვა და მძიმე ავადმყოფი საძინებლიდან უცქერდა მისი ოთახის პირისპირ დადგმულ „ნაკურთხ კარავში“ დაწყებულ საშობაო წირვას, რომლის დასრულების შემდეგაც მოახსენეს მეფეს: „ახლად მოყვანილთა ინდოეთისა ქათამთათვის თფილისს, უცხოდ სადმე სანახავისა. ინება რათა აჩვენონ მას. მსწრაფლ აცნობეს რუსის სალდათსა, ქათამთა ამათ რუსეთით მომყვანსა და მოჰგვარეს მეფესა 2 მამალი და 4 დედალი. მუნ მხლებელთა კაცთა დაუსტვინეს და ქათამთა გაშალეს ფრთები, დაუშვეს ბოყვნი, იწყეს ხმაურობა თვისებრი. განცვიფრებით მსინჯველსა მათსა მეფეს მოახსენეს ღირსება და გემოვნება ინდოეთისა ქათმის ხორცისა. „ნუთუმე სჭამენ ამათსა ხორცსა?“ - იკითხა მეფემ. – „დიახ, მეფევ! დიდსა ხმარებაშია რუსეთში ხორცი ინდოეთისა ქათმისა“. – „ღმერთმან დამიფაროს მაგათის ჭამისაგან“, - ბრძანა მეფემან და მაშინვე დაიწერა პირჯვარი ხელითა, რომლითაცა მარადის ჩვეულებისამებრ პირჯვარის გამოსახვისა დროსა, ხვდებოდა ცხვირსა მისსა. ესრეთ წარიყვანა ინდოეთისა ქათმები რუსის სალდათმან და აქედამ განითესა საქართველოში ინდოეთისა ქათმისა სიმრავლე და ეწოდა მათ დღემდე ი ნ დ ო უ რ ი“.
ინდაური იდო არტურ ლაისტის პირველი სტუმრობისას ილიას სახლში გაშლილ სუფრაზე (თამადობდა თვითონ მასპინძელი), რომელსაც ეკატერინე გაბაშვილი ასე აღწერს: სუფრა წმინდა ქართული ხასიათის იყო, ფლავიდგან დაწყებული ტრადიციულ ინდაურამდე...