Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    476.499

,,არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე"- ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე შსს-ს მიერ ამოღებულ ნარკოტიკზე საუბრობს


PLANETA_INFO

939 views

12928266-10209312068706698-2491361440494637329-n.jpg

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დღეს შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავმა უწყებამ დიდი ოდენობით ნარკოტიკი და მის დამზადება-გავრცელებაში ბრალდებული პირები დააკავა.

ექიმი ფეისბუკის პირად გვერდზე სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს, სადაც განმარტავს, თუ როგორ მოქმედებს მის მომხმარებელზე ნარკოტიკული ნივთიერება ალფა პვპ და თითოეულ მოქალაქეს მიმართავს, ფრთხილად იყვნენ.

,,თავიდან დავდებ მაინც რომ ნაკლები კითხვა იყოს !! ეს არის ის ნივთიწრება რომელიც დღეს ამოიღეს უპრეცენდენტო რაოდენობა

_იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. წ აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ...“

ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დააზიენებებით. არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს. აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება რომლიც ვლინდება პარნაოიაში, აგრესიაში, თვითდაზიენების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!.. აგრეთვე ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარკტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით. ზუსტად შსს - ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღავში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.

ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!"- წერს ზურაბ სიხარულიძე.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...