კონტენტზე გადახტომა






სურათი

ცოტნე გამსახურდია შესაძლოა სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ

დაპოსტა: PLANETA_INFO, 25 December 2019 · 148 ნახვა

დადებული სურათი
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა. თუ მომდევნო დღეებში პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდდება, კვირის ბოლოს, შესაძლოა ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა აცნობა.
,,ოპერაციები ჩატარდა არაჩვეულებრივად, ასევე, კარგად უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, სარეაბილიტაციოდ და რეანიმაციის ბოლო ეტაპზე, ფიქრობთ გადაყვანას საერთაშორისო სტანდარტების კლინიკაში.“ - აღნიშნა ანა ჯაბაურმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარი სახლის სიახლოვეს დაჭრეს. მისი დაჭრის საქმეზე, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 4 პირია მიცემული.