Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    472.226

ოკუპირებული რეჟიმი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ,,ხელისუფლების პროვოკატორობას“ აბრალებს


PLANETA_INFO

779 views

1573907166942324.jpg

 

ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევაში მათ საქმე აქვთ ,,ახალი ტიპის პროვოკაციასთან.“

ასე გამოეხმაურნენ ისინი, ცხინვალის ციხიდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობისა და დასავლეთის სახელმწიფოების მოწოდებებს.

ოკუპირებული რეჟიმის აზრით, მათ არ შეეძლოთ ყურადღების მიღმა დაეტოვებინათ ქართული და დასავლური პოლიტიკური წრეების მიერ, საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების ,,ისტერიული მოთხოვნა“ და აღნიშნავენ, რომ ,,ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, საზღვრის უკანონო დამრღვევები დამსახურების მიხედვით ისჯებიან.“

აღნიშნულ განცახდებაში ოკუპირებული ცხინვალის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ ,,საზღვრის დარღვევის“ სხვა, უმეტეს შემთხვევებში, ადმინისტრაციული ზომების მიღების შემდეგ, მათ საქართველოს მოქალაქეები საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს დაუბრუნეს.

,,რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილს, მისი მოქმედებები შეიცავს ისეთი დანაშაულის ნიშნებს, რისთვისაც ის სასჯელს, სამხრეთ ოსეთში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, დამსახურებულად იხდის და მისი პროფესიული საქმიანობა ამასთან არაფერ შუაშია.

გაფრინდაშვილი გვევლინება სხვადასხვა ძალების შინაგანი პოლიტიკური ბრძოლის მძევლად, ის არის ჩვეულებრივი დამნაშავე, რიგითი პროვოკატორი და არა გმირი, როგორც მის სამშობლოში უნდათ წარმოაჩინონ.“ - ასე ეხმაურებიან ეგრეთწოდებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებს და საპროტესტო გამოსვლებს.

,,არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ მსგავსი პროვოკაციები ხდება სხვადასხვა არჩევნების მიჯნაზე. გაფრინდაშვილის შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ახალი ტიპის პროვოკაციასთან. სამხრეთ ოსეთის მთავრობა ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართული სპეცსამსახურები ჰუმანიტარული პროფესიის, ეგრეთწოდებულ, იდეოლოგიურ მოხალისეებს პოულობენ და ღირსეულ ჯილდოს სანაცვლოდ, ასეთი დანაშაულისათვის აქეზებენ.

სამწუხაროა, რომ ცნობილი თბილისელი ექიმი, რომელსაც აშკარად ესმოდა, რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ პროექტს, შეგნებულად წავიდა ასეთ პროვოკაციაზე, რათა გარკვეული მხარის პოლიტიკურ სურვილები დაეკმაყოფილებინა, რომ მათ შიდა ოპონენტებზე გავლენა მოეხდინათ. შედეგი ცნობილია - თავიანთი პოლიტიკური რეიტინგის ასამაღლებლად, ამ სიტუაციით მხოლოდ საქართველოს ყველაზე ზარმაცმა პოლიტიკოსებმა არ ისარგებლეს.“ - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთწოდებული საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, რეჟიმი საქართველოს დასავლელ მეგობრებსაც მიმართავს და ,,ურჩევს“: ,,ვიდრე მკვეთრ განცახდებებს გააკეთებენ, მანამდე, უმჯობესი იქნება, საქართველოს შიდა საქმეების რეალურ ვითარებაში თუ გაერკვევიან და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრონ გაფრინდაშვილის უფლებების დაცვაზე.“

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...